ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საინვესტიციო პოლიტიკის ახალი მიმართულებები გააცნო
06-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესსაზოგადოებას საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით ახალი მიდგომები გააცნო. სამინისტროში სამუშაო შეხვედრა 11 ბიზნესასოციაციასთან გაიმართა,  რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს ფარავენ. მხარეებმა განიხილეს სამინისტროს პროაქტიული მიდგომები, რომლებიც ინვესტორებისთვის კონკრეტული პაკეტების მიწოდებას, ასევე დარგობრივი ხედვიდან უფრო მეტად რეგიონალურ ხედვაზე გადართვას გულისხმობს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, თითოეული რეგიონის მიხედვით შეიქმნება სახელმწიფო პროექტების ჩამონათვალი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად იმ რეგიონის საჭიროებებზე და პირველ რიგში, სიღარიბის დაძლევის ამოცანაზე.

ნათია თურნავას  თქმით, საუბარია მთელ რიგ ახალ წამოწყებებზე, ტექნოლოგიებზე, ახალ პროგრამებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ტურიზმის ან ინდუსტრიული განვითარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ ათვისებული არ არის.

„შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომელთა დანერგვასაც ვაპირებთ, ამიტომ აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესსაზოგადოებისთვის ჩვენი ხედვების გაცნობას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©