დავით თვალაბეიშილის ხელმძღვანელობით ენერგეტიკის სექტორის დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
19-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით, სამინიტროში ენერგეტიკის სექტორში მოქმედ დონორ ორგანიზაციათა რიგით მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრისას განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პროექტებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც ახლო წარსულში გაფორმდა და ამოქმედდა. მათ შორისაა, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს KfW-ს შორის „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“  ფარგლებში გაფორმებული 100 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებას. 

ასევე ყურადღება გამახვილდა „მსოფლიო ბანკსა“ და საქართველოს შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საიმედოობის ზრდისკენ იქნება მიმართული. 

შეხვედრისას როგორც სამინისტროს, ასევე სახელმწიფო მართვაში არსებული ენერგეტიკული კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნა ის პრიორიტეტული მიმართულებები და დაგეგმილი პროექტები, რომელთა განვითარებაც საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს. ხოლო დონორმა ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები, რომელიც სამინისტროს ინციატივით ყოველკვარტულრად იმართება, ემსახურება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ეფექტურ კოორდინაციას, ჩართულ მხარეებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©