ნათია თურნავამ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა
13-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა. აღნიშნული მარკეტის ორგანიზატორია სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. მინისტრთან ერთდ იმყოფებოდა სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

სამეწარმეო მარკეტში რამდენიმე ათეული მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამდღიან მარკეტზე მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ბათუმელებსა და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ქონდათ მარკეთზე წარმოდგენილი პროდუქცია ტყავის ნაწარმი, საიუველირო ნაკეთობები და ბიჟუტერია, აგრეთვე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. დაეთვალიერებინათ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©