ნათია თურნავა თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
21-08-2019

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ნათია თურნავასა და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ იანგინს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანიც ესწრებოდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილეები - გენადი არველაძე, ნიკოლოზ ალავიძე და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლები.

მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება, რომ გაუმჯობესდეს სავაჭრო ბალანსი. „ვისაუბრეთ ექსპორტის გაფართოებაზე, რომ განთავსდეს უფრო მეტი პროდუქტი და სრულად იქნას ათვისებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელი საქართველოს მხრიდან. ამ კუთხით თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რომელიც არის თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში (DEIK) შემავალი ორგანიზაცია, აქტიურად დაგვეხმარება და ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის ურთიერთობების დამყარებას“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენადი არველაძემ. 

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე და თურქეთის ბიზნესის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მოიწვია.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©