კომპანია Milaha-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სადისკუსიო პანელში „ინვესტიცია წარმატებისთვის“ მიიღო მონაწილეობა
23-10-2019

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის“ ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის Milaha-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აბდულაჰმან ესა ალ-მანაის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. 

"საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მიდგომებმა და მიმართულებებმა, რომლის მიხედვითაც დღეს ეს ქვეყანა წინ მიიწევს. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ პირველი ევროპული პროექტი, ეს არის საკონტეინერო გადაზიდვები საბერძნეთს-თურქეთს-საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება მარკეტინგულ და საბაზრო მიმართულებას, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. საქართველოს აქვს რეგიონებს შორის დაკავშირების ბრწყინვალე  შესაძლებლობა და პოტენციალი. ვფიქრობ ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გაიუმჯობესოს პოზიციები“ - აცხადებს აბდულაჰმან ესა ალ-მანაი.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©