ნათია თურნავა კომპანია „არგოსა“ და ნიდენლანდურ კომპანია Royal Swinkels Family Brewers-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო
30-10-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ კომპანია „არგოსა“ და ნიდენლანდურ Royal Swinkels Family Brewers-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო, რომლითაც ნიდერლანდურმა კომპანიამ „არგოს“ წილის 40 პროცენტი შეისყიდა.  კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels-მა „არგოს“ ბრენდი „ჰოლანდიის“ წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels-მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა. 

ხელშეკრულების წილის შესყიდვის თაობაზე ხელი მოაწერეს კომპანია „არგოს“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილ და Royal Swinkels Family Brewers-ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა. 

ნათია თურნავამ კომპანიებს  მიულოცა თანამშრომლობის დაწყება და აღნიშნა, რომ ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს. "ამავე დროს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თვითონ Royal Swinkels-ისთვის, რომ ლუდი საქართველოში აწარმოოს, ჩვენს ქვეყანაში დაასაქმოს მეტი ადამიანი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული, საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ბაზრებზე გაყიდოს" - განაცხადა ნათია თურნავამ.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©