ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა
07-11-2019

საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები, - ასე ერქვა თემატურ პანელს, რომელზეც მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს. 

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწქოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები. 

თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესაახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. 

თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.  


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©