მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ - საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის საკონსულტაციო მომსახურებისთვის
07-11-2019

გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის საკონსულტაციო მომსახურებისთვის ინტერესთა მოწვევა გამოაცხადა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, KfW იწვევს კვალიფიციურ დამოუკიდებელ კონსულტანტებს, რომ მათ წარადგინონ საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია საკონსულტაციო მომსახურებისთვის ზემოთაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. 

პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მხარდასაჭერად შემუშავდა და მის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სტრატეგიული, ინსტიტუციონალური და ფინანსური ჩარჩოს/საფუძვლის შექმნა ენერგოეფექტურობისთვის საქართველოში, განსაკუთრებით შენობების სექტორში.

საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის. აღნიშნული ტექნიკური დახმარება შედგება ტექნიკური მხარდაჭერის ღონისძიებებისგან, ე.წ .TAM-ებისგან.

ინტერესთა გამოხატვის წინა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ვადაა 2019 წლის 9 დეკემბერი.


დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე:

https://www.gtai.de/GTAI/Navigation/EN/Trade/search-kfw-tenders,t=consulting-services--energy-efficiencyenergy-sector-reform-programme-,did=2393436.html


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©