ნათია თურნავა ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
26-11-2019

მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ  დავიწყეთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სრული სერვისების გაციფროვნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლაზეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვენი დერეფნის უპირატესობაზე, კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას. 

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 200-მდე ქვეყანას აერთიანებს და შესანიშნავი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი მიღწევების გასაცნობად. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ასამბლეაზე შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლებს გავაცანი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში ახალი ტექნოლოგიების ამოქმედება და გამოყენება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტურად უბამს მხარს გლობალურ ტენდენციას, რაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მწვანე და ნეიტრალური ტექნოლოგიების დანერგვაში გამოიხატება.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©