სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სატენდერო განცხადება
27-11-2019

საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2019 წლის 27 ნოემბერს  აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად XIH სალიცენზიო ბლოკზე.

სალიცენზიო ბლოკის ადგილმდებარეობა მოცემულია რუკაზე.

  • სახელშეკრულებო ფართობი - XIH
  • ფართობი  (კვ.კმ) -  194.5
  • განაცხადების  მიღების ბოლო ვადა - 2.03.2020 17 საათი (ადგილობრივი დროით)
  • განაცხადების გახსნის ვადა - 2.03.2020 18 საათი (ადგილობრივი დროით)

სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადებები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს, სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო,  ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N2.
 

დამატებითი ინფორმაცია

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები  სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ განცხადების წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.        

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს: 
ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;
ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის;  
გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის; 
დ)  ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;
ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

  
წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე
საქართველო, ქ. თბილისი 0114, 
სანაპიროს ქუჩა N2. 
ტელ: (+995 32) 225 33 99/02 
ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge    
 

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

- ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების  დეპარტამენტის უფროსი
v.mikeladze@saog.gov.ge   
ტელ: +995 595 000 025 

- ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი
a.chabukiani@saog.gov.ge  
ტელ: +995 595 000 050

- დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი
d.gabelaia@saog.gov.ge  
ტელ: +995 599 033 043


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©