გენადი არველაძე - თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
10-01-2020

„თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა და განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღეს ჩვენი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, საჭიროა ბიზნეს სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის პოლიტიკის შესახებ და მათთვის მეტი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. დიდი მადლობა ევროკავშირს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე. 

„საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და თავისუფალი კონკურენციის დანერგვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. აღნიშნული პროექტი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწას და საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას. პროექტმა 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც ხელი შეუწყოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. 

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©