უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები საქართველოში ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს
21-04-2017

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება.

ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიეს საჰაერო ხაზზე ოპერირებას უკრაინული ავიაკომპანია „Ukraine International Airlines“, 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყებს. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ახალ მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კონსულტაციები ჰქონდა როგორც ავიაკომპანიასთან, ისე უკრაინის საავიაციო ხელისუფლებასთან. ოპერირების ნებართვა „Ukraine International Airlines“-ს დღეს მიენიჭა.

საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეორგაფიული არეალი კიდევ უფროვ გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებას.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©