ირაკლი ნადარეიშვილმა ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
16-06-2020

„15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შიდა ქართლში, კურორტ ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების“ ოფიციალურ გახსნაზე.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სასტუმრო „მწერლები“ შიდა ქართლში ერთ-ერთი პირველი მაღალი კატეგორიის სასტუმროა, რაც მისასალმებელია. მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განვითარებას.

სასტუმრო "მწერლები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ. ლარზე მეტია. სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, იგეგმება სასტუმროს გაფართოება და 40 ნომრის დამატება.

სასტუმროს გახსნაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, პარლამენტარმა სიმონ ნოზაძემ და სასტუმრო „მწერლების“ მფლობელი კომპანიის „ლუკექსპოჯორჯიას“ დირექტორმა ლუკა სამხარაძემ. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©