ივლისში დაგეგმილი სპეციალური რეისების განრიგი
06-07-2020

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines  და Wizz Air შემდეგი განრიგით განახორციელებენ:
 

  • 13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი - ვარშავა - თბილისი;
  • 15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა (გაფრენა 16 ივლისი);;
  • 17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი;
  • 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი - ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი (გაფრენა 23 ივლისი);
  • 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი - ათენი - ქუთაისი
     

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. ბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©