სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
  
შეხვედრაზე ორივე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოეშვათ. 

გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით გაგრძელდება სამუშაო პროცესში მუშაობა აღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. 

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულად დაზარალდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო. სახელმწიფო ახორციელებეს ამ ინდუსტრიის მხარდაჭერას, სესხების პროცენტების თანადაფინანსებაით, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავე დროს, ვინაიდან მათი ოპერირება დღეს შეზღუდულია მხოლოდ მიტანის სერვისით, უაღრესად მნიშვნელოვანია მიტანის, ე.წ. დელივერის ინდუსტრიასთან სრულფასოვანი კოორდინაცია, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, მოხდეს მიტანის სერვისის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. 

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ითავა საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც ორივე ინდუსტრიამ ერთმანეთს მიმდინარე საკითხები გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმ საკითხების სწრაფად გადაწყვეტა, რაც არის დღის წესრიგში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მაქსიმალურად მხარდში დაუდგება და დაეხმარება, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ინდუსტრიას აქვს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©