ნათია თურნავა ესტონეთის ელჩს საქართველოში რიინა კალიურანდს შეხვდა
03-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ესტონეთის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პოლიტიკური ორმხრივი და ეკონომიკური კოოპერაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები სასურველია, უფრო მეტად განვითარდეს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კომპანიების დაფუძნების გზით. პირველ რიგში, საუბარია ორმხრივ ვაჭრობაზე და თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით. 

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე პოსტკოვიდურ პერიოდში. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©