ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრა გამართა
09-02-2021

„ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არამხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის ყველა წინაპირობა გაგვაჩნია როგორც რეგულაციების, ასევე გამოცდილების, კარანტინების მართვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ცოდნის თვალსაზრისით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიასთან, კერძოდ, სასტუმროების ადმინისტრაციებთან გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით სასტუმროების წარმომადგენლებთან გაიხილეს ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის.  

„საუბარია ახალ, მიზნობრივ ბაზრებზე, საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყნის ახალ იმიჯზე, ასევე თანამშრომლობაზე ჩვენსა და სასტუმროებს შორის სწორედ ამ ძლიერი მესიჯის ქვეყნის გარეთ გატანასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაში“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის შეფასებით, სასტუმროები ძალიან პასუხისმგებლიანად ეკიდებიან მომავალში ტურისტების მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრას, ასევე დაესწრნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©