ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სამოქმედო გეგმა წარადგინა
20-02-2021

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ  ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას. 

ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.

„ეს ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, არამედ სწორედ ასე აფასებენ ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. საქართველო ასე გამოიყრება დღევანდელ დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში უცხოელების თვალში - როგორც მაკროეკონომიკურად მდრადი, კეთილსაიმედო, საინვესტიცოო თვალსაზრისით მომზიდველი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. სწორედ ეს შეფასება არის ასახული ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაში, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და გააგრძელებს ევროატლანტკური კურსით სიარულს და ევროპული ორიენტაციის რეფორმების განხორციელებას“, -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ნათია თურნავას განცხადებით, „2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი - 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, ეს არის საერთაშორისო დონორების შეფასება.“ მისი თქმით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა. 

„2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, რეექსპორტის გამოკლებით, დაფიქსირდა აბსოლუტური ზრდა - 3,5 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საექსპორტო წარმოება, მიუხედავად პანდემიისა, ზოგჯერ მისივე წყალობით, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, და ახალი ბაზრებიც მოიპოვა.

„ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში და ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, როდესაც ჩვენ, 2020 წელს, ანტიკრისიზული ღონისძიებების შედეგად ვუზრუნველყავით ჩვენი პორტების, რკინიგზის, ჩვენი სახმელეთო გადამზიდავი კომაპან იების უსაფრთხო ფუნქციონირება,  და მთლიანად, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგის მიერ, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელში გვაქვს 1 პროცენტიანი ზრდა, რაც, ცხადია, მოკრძალებული ზრდაა და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა გლობალური კრიზისი და პანდემია, მაგრამ ეს არის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში გამოარჩევს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის გამოსვლაში, მინისტრობის კანდიდატმა ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერაზე, როგორიც ტურიზმია. მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრო ტურიზმის განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიას განიხილავს. 

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა პრივატიზების განახლებულ სამოქმედო გეგმაზე, წიაღის რეფორმაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©