პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი საწარმო ამუშავდა
02-04-2021

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო იწყებს წარმოებას, რომელშიც 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმო „კომპავა ჯორჯიას“ დათვალიერებისას განაცხადა. 

ამიერკავკასიის მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო გაიხსნა თბილისში. სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს "კომპავა ჯორჯიამ“ სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. 

კომპანია „კომპავა ჯორჯია“ პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია. შპს "კომპავა ჯორჯია“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული. 

„სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო იწყებს მუშაობს, რომელიც საკვები დანამატების წარმოებას მოახდენს. კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია“ მალე გაზრდის გაყიდვებს, რასაც მოყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

აღსანიშნავია რომ, კომპანია წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში სლოვაკური წამყვანი ბრენდის კომპავას ფრენჩაიზს.

საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©