ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
29-04-2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სასტუმროში "ტიფლის პალასი“ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

მინისტრმა ბიზნესმენებს ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობასა და საექსპორტო შესაძლებლობეზე ესაუბრა.  

გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურა გააცნო, დეტალურად ისაუბრა "აწარმოე საქართველოში“ – ბიზნესზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. გიორგი გახარიამ, თურქ ბიზნესმენებს 2017 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის 5,3% წინასწარი მაჩვენებელი, ტურიზმის სექტორში მიმდინარე ტენდენციები და  ინფრასტრუქტურული პროექტები  გააცნო. მინისტრმა, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე ისაუბრა და ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო  შეხვედრა გვქონდა, ჩვენთვის თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი, თურქული ინვესტიციები საქართველოში დიდი ხანია ხორციელდება და იგი არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ინვესტიციების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ბიზნესმენებთან, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრას საქართველოში თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ და მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©