ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ეკონომიკის სამინისტროში ბულგარეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძვანელს შეხვდნენ
02-05-2017

საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის "Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა.

ცვეტელინა ბორისლავოვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარების საკითხებს. კერძოდ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. 

მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.

ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ბულგარეთის უმსხვილესი გაერთიანების ხელმძღვანელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©