ნათია თურნავა ფოთში საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
27-07-2021

ნათია თურნავა, ფოთში, საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით გაჩერებულან. მისივე თქმით, ასე უნდა გაგრძელდეს მომავალში და რისთვისაც უტყუარი გზა არის ვაქცინაცია. 

„პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად  ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას - დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში  დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ნათია თურნავას შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია შევაჩეროთ და შვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას, ამავდროულად,  არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.

მინისტრის თანდასწრებით მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 24 ივლისს ბათუმში, სადაც ასევე საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აიცრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალშიც აპირებს სხვადასხვა დარგების, მსხვილი ბიზნესების, კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწროს.

მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©