ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა
29-08-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

„განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს მეშახტეებს. საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავა გამოეხმაურა კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელთა ვაქცინაციას, რომელიც ტყიბულში ორგანიზებულად, გრაფიკის შესაბამისად, განხორციელდა. 

„პანდემია ურთულესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. რეგულაციების დაცვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ჩვენი ყველა რესურსი ვირუსის გავრცელების პრევენციაზეა მიმართული. ამ მხრივ, მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ გავუმკლავდეთ პანდემიას და მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ მეშახტის დღეს“- განაცხადა მინისტრმა. 

„მიხარია, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმო წინ მიიწევს, ამოქმედდა პრემიების სისტემა და მნიშვნელოვნად გაიზარდა მეშახტეების ანაზღაურება, ხდება ახალი კადრების მიღება და თანამშრომლების გადამზადება, მიმდინარეობს შახტების გადაიარაღება, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოებას და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©