მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიაში მსოფლიო ტურიზმის მაღალი რანგის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
10-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა. 

მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა მაღალი რანგის მინისტერიალზე, რომლის დროსაც საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა, აგრეთვე იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული სექტორის მიმართ ახორციელებს.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მაღალი დონის მინისტერიალზე მოგვეცა შესაძლებლობა, ყურადღება გაგვემახვილებინა საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, აგრეთვე იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს აღნიშნული ბიზნესის მიმართ. ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, ღვინოსა და ღვინის ტურიზმზე, რადგან მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©