დავით თვალაბეიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში ბუნებრივი აირის გაშვების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
20-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში ბუნებრივი აირის გაშვების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ილმაზლოს გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივ აირს 227 ახალი აბონენტი მიიღებს. 

ბუნებრივი აირის გაშვების ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

უშუალოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ 821 კილომეტრის გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა და ბუნებრივი აირით უზრუნველყო 18257 მომხმარებელი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©