გენადი არველაძე ავსტრიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
14-10-2021

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრა გამართა ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს „Advantage Austria“-ის პრეზიდენტ მიქაელ ოტერთან, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე, განსაკუთრებით, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. 

ასევე გაიმართა შეხვედრები უძრავი ქონების სექტორში მომუშავე მსხვილი ავსტრიული კომპანიების IMMOFINANZ AG-ის და Robul-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე წარდგენილი კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, რათა უკეთ შეისწავლონ საქართველოს ბიზნეს გარემო.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©