მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
26-01-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაული. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აღნიშნულ დარგების მდგმარეობაზე.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან მეტი მოგზაურის დასაინტერესებლად და ჩამოსაყვანად,  მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თითოეულ ქვეყანაში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარებას. 
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©