ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა
18-05-2017

თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნადეტე გირლინგერი უძღვებოდნენ. სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმს.

კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. „ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და  ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ  სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბაჟო საკითხები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კულტურა, საგანმანათლებლო სფერო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვისაუბრეთ, თუ როგორ განვავითაროთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, სადაც ვხედავთ, რომ პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული“ - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, ასევე ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. 

როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ავსტრიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. 

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში. ავსტრიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის დახმარების სამომავლო პროექტებში.

შეხვედრაზე ქართულმა მხარის მიერ  ხაზგასმით აღინიშნა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და  მნიშვნელობა და 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის   სტრატეგიის მნიშვნელობა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©