მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
10-05-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრო. 

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ოთხსეზონურობით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის, სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში ტურიზმის დინამიკა. ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან. 

„მოლოდინი გავქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©