„აეროსმიტი“საქართველოში ჩამოვიდა
19-05-2017

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი „აეროსმიტი“ უკვე საქართველოშია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18.45 საათზე ჩამოვიდა. 

"აეროსმიტს“ 20 მაისს „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს.   ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული  ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

„Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას. ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.

„Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in  Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება და 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. Check in  Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია  რომ, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©