გენადი არველაძე მონტენეგროს სახელმწიფო მდივანს ალექსანდრად მაშკოვიჩს შეხვდა
24-09-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანს ალექსანდრად მაშკოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და მონტენეგროს გამოცდილების და ცოდნის ურთიერთგაზიარებაზე. 

მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებათა დიდი ნაწილი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციის კუთხით. 

თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართველ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე და ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. 

დასასრულს, გენადი არველაძე და ალექსანდარ მაშკოვიჩი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, აგრეთვე ინსტიტუციური მოწყობისა და საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვისა და ცალკეულ სამთავრობო სააგენტოებს შორის გამოცდილებაზე გაზიარებაზე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©