ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით მსხვილი იაპონური კომპანიებისთვის პრეზენტაცია ჩატარდა
28-09-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, იაპონურ კომპანიებმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა, სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი დავით ჯავახაძე და იაპონიის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ იაპონიის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის „JICA GEORGIA“-ს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის შემუშავების ეტაპები, მიმდინარე ფაზები, პროექტით გათვალისწინებული ნავსადგურის ოპერირებისა და მენეჯმენტის ახალი მოდელი, ამასთან, ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას საზღვაო სექტორისთვის, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო მაშტაბით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©