ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16-06-2017

ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად დღეს ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უცხოელ სპეციალისტებმა პირველი სამუშო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები და მოწვეული ქართველი სპეციალისტები ესწრებოდნენ. „ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის“ წარმომადგენლებმა ქართველ სპეციალისტებს სეისმორუკების შესაქმნელად მსოფლიოში არსებული გამოცდილება გააცნეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გვენცაძის განცხადებით, მათი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკოდების შემუშავებაზე, რომლითაც სამშენებლო სფეროში არსებული ნორმები უნდა მოწესრიგდეს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული 5 წლის მანძილზე ვთარგმნოთ ევროკოდები. სულ არის 10 ევროკოდი, რომლებიც საქართველოში უმტკივნეულოდ უნდა დაინერგოს და მოერგოს ჩვენი ქვეყნის რეალობას. უნდა გაკეთდეს ეროვნული დანართები, რომელიც შემდგომ აუცილებელი სახელმძღვანელო იქნება ყველა პროექტანტისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა ამ პროცესში აქტუალურია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკის გამტარებელი ჩვენი სამინისტროა. ამ მიზნით გვჭირდება, გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ყველა საუკეთესო პრაქტიკას და შედეგად შევძლებთ მივიღოთ საუკეთესო ეროვნული დანართები. დღევანდელი ვორქშოფიც ამას ემსახურება. „სესმოკოდი 8“-თვის, რომელიც ყველაზე აქტუალური კოდია, უნდა შეიქმნას ტექნიკური კომიტეტი, რომელშიც უცხოელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი. ამ მხრივ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თეა გოდოლაძე, რომლის მოწვევითაც საქართველოში კანადელი სპეციალისტები იმყოფებიან“ - განაცხადა ნინო გვენცაძემ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©