ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
DCFTA-ს ფარგლებში შუახევში მეწარმეებთან შეხვედრას გენადი არველაძე დაესწრო
12-07-2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, 12 ივლისს შუახევში ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გახსნა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა, აჭარის მთავრობის  თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და შუახევის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე ქართული წარმოების განვითარების კუთხით. როგორც მან აღნიშნა „საქართველოს მთავრობა და კერძოდ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია  DCFTA-ს  ვალდებულებების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება. ამასთან, კერძო სექტორისგანაც ვისმენთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელებიც დღეს არსებობს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის გასატანად, საჭიროა მათმა წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს მოთხოვნილი სტანდარტები. ჩვენ, ამ პროცესში ჩართული სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვა პროგრამების საშუალებით დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ გაზარდონ თავიანთი წარმოებები. რაც მთავარია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ევროპული სტანდარტის,- სწორედ ამ კუთხით გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, ვეხმარებით მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში,“ .

შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას.  


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©