კომპანია SGS-მა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის ანგარიში წარმოადგინა
02-10-2017

შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა, რომელიც  კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი გამოქვეყნებულია ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის”  ვებ-გვერდებზე www.gac.gov.ge.

კომპანიის ანგარიში ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია არსებული და დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომ მათ, ამ ანგარიშის საფუძველზე მთავრობის მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, თანმიმდევრულად და რეალურ დროში შეძლონ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სავალდებულო სტანდარტების დაკმაყოფილება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა. პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაცია – ძირითადი დოკუმენტი

 

 იხილეთ დანართი


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©