თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს
28-11-2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, აჰმედ არსლანმა შუალედური კორიდორის პროექტებში აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნების ჩართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაშენებთ, გვირაბებს, ხიდებს და ეს ყველაფერი ჩვენი ამოცანებია. თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, - დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ კორიდორის ასპექტში, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი ქვეყნით. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან ამ სარტყელის გასწვრივ.“ - განაცხადა  „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელის ფარგლებში  აჰმედ არსლანმა. 

თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე შუალედური კორიდორის პროექტის მიზნების რეალიზებისათვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც აჰმედ არსლანის განცხადებით მეზობელი ქვეყნებიც შეძლებენ სარგებლობას. „თურქეთი წამყვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის გეოგრაფიაში. ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ისეთ საფინანსო მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კერძო სექტორს მიიზიდავს.“ - აღნიშნა მან. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©