დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
29-11-2017

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემო და ამ მხრივ არსებული პოტენციალი გააცნო. მინისტრმა ამის შესახებ პანელზე გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (1-ლი სესია: საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები) გამოსვლისას ისაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირება მოხდა, დაწყებული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროდან, ასევე რესტორნების და სასტუმროების მიმართულებით, რაც საკმაოდ მომხიბვლელი სექტორი გახდა. „2017 წლისთვის ჩვენ ველოდებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7 პროცენტის ფარგლებში. ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ შეიქმნას პოზიტიური ტენდენცია. რა ახდენს ზემოქმედებას მასზე? როგორ შეუძლია საქართველოს ეკონომიკამ თავისი მუშაობით ეს სფერო გამოასწოროს? რეალური ექსპორტი იზრდება 20%-ით, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. პრაქტიკულად ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო ხელსაყრელი ხდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა დასაქმების საკითხზეც, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა - „2017 წლისთვის ჩვენ ქართულ ეკონომიკაში, კერძო სექტორში, 5% ით მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით და ამავდროულად გამოშვება და ბრუნვა გაიზარდა 18 %-ით. ამავდროულად უმუშევრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შედეგად პოზიტიურ შედეგებზე გავედით 2015-2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად“. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©