დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია
29-11-2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გამოყო სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ ბოლო შეფასებაზე, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეფასდა. მთავარ ფაქტორთა შორის, სააგენტომ დადებითად შეაფასა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნეს გარემო. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“, რომლის ბოლო შეფასებაშიც, საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა. 

„საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს აქვს ბიზნესგარემოს მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©