ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება
29-11-2017

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“  „ნენსკრა ჰესის“   გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე მეგაპროექტის დეტალები გააცნო. ტაეკვონ სიოს განცხადებით,  2018 წელს პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება,  ხოლო სრული ამოქმედება - 2023 წელს იგეგმება.

„ნენსკრა ჰესის“ პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც უცხოური პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება. „ნენსკრა ჰესმა“ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ენერგო ჰაბი. მშენებლობების დროს, ჩვენ დაგვჭირდება 3000-ზე მეტი მუშახელი“ - განაცხადა ტაეკვონ სიომ.

„ნენსკრა ჰესის“ გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მოხდება წყლის რესურსების მართვის ოპტიმიზაცია. ტაეკვონ სიო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებით გარემოზე მავნე ზემოქმედება არ მოხდება. 

„ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 280 მგვტ იქნება. ჩვენ მიწოდების თვალსაზრისით კორეაში მონოპოლისტი კომპანია ვართ, ექვსი საერთაშორისო საფინანსო პარტნიორი გვყავს, მათ შორისაა:  EBRD, აზიის განვითარების ბანკი, კორეის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. იმისთვის, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს, ჩვენ გავიყვანეთ ორი მაღალტექნოლოგიური გვირაბი, ახლა კი ვიწყებთ სახმელეთო სამუშაოების დეტალური პროექტების შექმნას“ - განაცხადა  ტაეკვონ სიომ.  

„ნენსკრა ჰესის“   გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი  საპარტნიორო ფონდთან ერთად ხორციელდება და ეს თანამშრომლობა ეფექტურია


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©