"აბრეშუმის გზის ჯგუფი“ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაზე მუშაობს
29-11-2017

როგორც „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ბიურგერმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე დღეს განაცხადა, ჯგუფი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში პოტენციალს ხედავს და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. „ვამუშავებთ პროექტებს, რათა მეტი ტურისტი მოვიდეს ქვეყანაში, მიმდინარეობს სამასპინძლო ბიზნესის განვითარება - იგულისხმება სასტუმროები, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები თბილისსა და ბათუმში. ამჟამად ვმუშაობთ წინანდლის პროექტზე, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ჩვენ ვავითარებთ ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას“ - აცხადებს ბიურგერი.  

„საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების“ პანელზე გამართული დისკუსიისას, „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ჯგუფი ძირითად აქცენტებს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაზე აკეთებს და აღნიშნული მიდგომა შედეგიანია. „სტუმარ-მასპინძლობა ქართული კულტურის ქვაკუთხედია. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში იზრდება. ბევრი მათგანი მოდის ახლომდებარე ქვეყნებიდან, არიან ირანიდან, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა აზიის ქვეყნებიდან. ამავდროულად ვხედავთ, რომ იზრდება ინტერესი ბიზნესის ჯგუფებიდან. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ადამიანებისთვის -  ჩამოვიდნენ, ისიამოვნონ, დაისვენონ, ამავდროულად, ბიზნესი აწარმოონ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საქართველო საინტერესო და მომხიბლავი ადგილია“.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©