კურორტ შოვის, უწერისა და მრავალძალის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა
04-12-2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების - "ყაზბეგის მუნიციპალიტეტეის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების  უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარებისათვის  საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  გამოაცხადა კონკურსი,  ონის მუნიციპალიტეტისა სოფლების უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია  "არქსტუდიო პროექტი“.

ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები და მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები - გეგმარებითი დავალების შემუშავება.

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ქალაქ ონში ჩატარდა აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა. ავტორთა ჯგუფმა  პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.  
                                          
განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები.

დოკუმენტაციის შემუშავება დასრულდება 2018 წლის  ივლისში.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©