ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
05-12-2017

5 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს ინდონეზიის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნურჰაიატი ალი ასსეგაფი. 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების შეჯერებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება.

ირმა ქავთარაძემ და ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოსა და ინდონეზიის ეკონომიკური განვითარების საკითხების  ფართო სპექტრი განიხილეს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინდონეზიის დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება და სურვილი, საქართველოსა და ინდონეზიის სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების თაობაზე, საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმიდან გამომდინარე. 
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©