ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-რიგის ახალ მიმართულებას ამატებს
12-12-2017

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“  ავრცელებს. 

ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი,  ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება. 

ლატვიის დედაქალაქი ბალტიისპირეთის უდიდესი ქალაქია, ის ცნობილია მდიდარი მემკვიდრეობითა და კულტურის ძეგლებით, ტურისტული ლოკაციებით და მშვენიერი პარკებით. ბალტიისპირეთის რეგიონში შენარჩუნებულია შუა საუკუნეების ატმოსფერო თავისი გადატვირთული ქუჩებით, ვიწრო გადასასვლელებით და ძველი ეკლესიებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. რიგა ცნობილია ასევე მისი სპეციფიკური ცენტრალური ბაზრით, თავისუფლების ქანდაკებით და  ტრადიციული რესტორნებით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©