გენადი არველაძე საქართველოში ბურუნდის ელჩს შეხვდა
13-12-2017

2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და საქართველოში ბურუნდის ელჩს ჟოელ ნკურაბაგაიას (რეზიდენციით ანკარაში) შორის.

მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს რწმუნების სიგელების გადაცემა საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც შედგა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოსა და ბურუნდის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდება და გაღრმავდება.

მინისტრის მოადგილემ აცნობა ელჩს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს შესახებ და ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რაც დამატებით შესაძლებლობებს ჰქმნის ქვეყნის ეკონომიკისა და სავაჭრო პოტენციალის გაძლიერების კუთხით. 

ამჟამად, სახელშეკრულებო სამართლებრივი ბაზა საქართველოსა და ბურუნდის შორის არ არსებობს. შესაბამისად, მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება ქვეყნებს შორის გაფორმდეს ეკონომიკური ხასიათის შეთანხმება, რომელიც შექმნის სამართლებრივ საფუძველს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავების კუთხით.

შეხვედრის მსვლელობისას ქართულმა მხარემ შესთავაზა ბურუნდის ელჩს მოხდეს გამოცდილების გაზიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, რისთვისაც გამოიყოფა სპეციალური ჯგუფი, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ბურუნდის მხარესთან აღნიშნული მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©