თბილისში 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
29-01-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს.
 
გაზიფიცრების სამუშაოები სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრები 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების მიზნით დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან   200 000 ლარი გამოიყო.  სამუშაოებს  კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აწარმოებს.

„ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში, როდესაც ოჯახები ბუნებრივ აირს გათბობისთვის იყენებენ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, სადაც მთავრობის მხარდაჭერით დევნილთა დასახლების გაზიფიცრების სამუშოები დასრულდა და დაახლოებით 400 ოჯახი შეძლებს მოიხმაროს ბუნებრივი აირი. ბოლო წლებია საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების პროცესში და წელს ამ მიმართულებით  სახელმწიფოს მხრიდან კიდევ 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
 
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მმართველის გიგლა თამაზაშვილის განცხადებით,ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრები დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირით სარგებლობას 2018 წლის თებერვლიდან შეძლებენ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©