დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროკავშირი ქართული ბიზნეს ოპერატორების აღიარების შესაძლებლობას განიხილავს
05-02-2018

ევროკავშირი ქართული ბიზნეს ოპერატორების აღიარების შესაძლებლობას განიხილავს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება -  განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აღიარების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკომისართან აღნიშნული საკითხის გარდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©