20 თებერვლიდან rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება
06-02-2018

20 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა. მისი განცხადებით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. 

მაია ზავრაშვილის განცხადებით, ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფოსთან ანგარიშგება ელექტრონული ფორმით შეეძლება. მისი თქმით, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელის ინფორმირებას ელექტრონულად ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიერ მიერ შესასრულებელი სავალდებულო ქმედებების ვადის დადგომის შესახებ. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©