გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ენერგეტიკის შესახებ შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა
07-02-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გურიის რეგიონის სკოლების უფროსკლასელებს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში უმასპინძლა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი გააცნო და ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სასწავლო ცენტრი, იქ არსებული სასწავლო პოლიგონი და მოდელირებული ქვესადგური. მოისმინეს ინფორმაცია თითოეული ელექტრული დანადგარის ფუნქციისა და როლის შესახებ. ტურის ფარგლებში ჩატარდა ექსკურსია ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურისა და ქვესადგურის „ნავთლუღი 220“ მოსანახულებლად.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©