მერსედეს ვერა-მარტინი: „საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით“
07-02-2018

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ, 

„ეკონომიკის სამინისტროში ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©