სამუშაო შეხვედრა განახლებადი ენერგიის კანონის კონვეფციის შესახებ
15-02-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო  განახლეაბდი ენერგიის კანონის კონცეფციის შესახებ სამუშაო შეხვედრაში. 

შეხვედრის მიზანი იყო განახლებადი ენერგიების კანონის კონცეფციის პრეზენტაცია და განხილვა. კანონი "განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესახებ“ ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივის მიხედვით მზადდება.

შეხვედრაზე, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმოამდგენლებთან ერთად განიხილეს განახლებადი ენერგიების  კანონმდებლობის შესახებ ნორვეგიუილ პრაქტიკა და გამოცდილება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის და  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა წარმოამდგენლები. 

პროექტი ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატისა  და დანიური კომპანია “Nires“-ის კონსორციუმის  „NVE-NIRAS“-ის მხარდაჭერით ხორციელდება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©